ისკო: “რონალდუს გვერდით თამაში ძალიან მარტივია”
გუშინ ლა ლიგის გამოტოვებული ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ვიგოში ადგილობრივი “სელტა” გაანადგურა. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტი ისკო იყო.
ესპანელმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან მარტივია, გაუგო რონალდუს. მის გვერდზე თამაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: მთავარია, კრიშტიანუს საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მიაწოდო, დანარჩენს იგი თავისით გააკეთებს.”
“ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძვის. სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ვართ და ახლა მთელი გუნდი სწორედ ასე იქცევა.”
“მალაგაში ლა ლიგის მთავარი შეხვედრა გველის. ამ ქალაქთან და სტადიონთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, თუ სწორედ “ლა როსალედაზე” მოვიპოვებ ამ ტიტულს,” – განაცხადა ალარკონმა.