WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (330157) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კროოსი: “ბაიერნში აღარასდროს დავბრუნდები”

თარიღი: მაისი 19, 2017

ტონი კროოსმა მიუნხენის “ბაიერნში” რამდენიმე წელი გაატარა. იგი სწორედ გერმანულ გრანდში დაიხვეწა და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 2014 წლის ზაფხულზე ტონიმ მადრიდის “რეალს” მიაშურა და პირველივე სეზონიდან გუნდის ნახევარდაცვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მას კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს კლუბთან.

27 წლის ფეხბურთელს ჰკითხეს, დაბრუნდებოდა თუ არა ოდესმე ყოფილ კლუბში.

“წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ “ბაიერნში” ვბრუნდები. ეს არ მოხდება. ზოგადად, გერმანიაში არანაირი არჩევანი არ მაქვს. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცი, რა მოხდება ხუთ წელში, თუმცა ახლა ძალიან მინდა, “რეალში” დავრჩე და საუკეთესო წლები აქ მქონდეს.”

“მწვრთნელობა? ალბათ, კარიერის დასრულების შემდეგ ამ საქმეს ხელ არ მივყოფ. არა იმიტომ, რომ საკუთარ თავში თავდაჯერებული არ ვარ და ეს არ შემიძლია. უბრალოდ, მწვრთნელობას ფეხბურთელობაზე უფრო დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება,” – განაცხადა ტონიმ.



მსგავსი სიახლეები