სერხიო რომერო: “როცა აქ მოვედი, არავინ მიცნობდა”
სერხიო რომერო “მანჩეტსერ უნაიტედში” გასულ სეზონში მივიდა. სათამაშო დრო კი მას გუდნში ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ გაეზარდა. არგენტინელი მეკარე, განსაკუთერბით, აქტიური ევროპის ლიგაზეა, სადაც მან თერთმეტი შეხვედრა ჩაატარა. პრემიერ ლიგის უკანასკნელ მატჩში კი “საუთჰემპტონთან” ძირითად შემადგენლობაში იყო და მეექვსე წუთზე მანოლო გაბიადინის დარტყმული თერთმეტმეტრიანიც მოიგერია.
სერხიო რომერომ ჟურნალისტებთან მის მანჩესტერულ კარიერაზე ისაუბრა.
“ჩემთვის ევროპის ლიგის ფინალი ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დავამახსოვრო თავი. როცა აქ მოვედი, მაშინ, ფაქტობრივად, არავინ მიცნობდა. ახლა კი, ის თავდაჯერებულობა, რომელსაც ჟოზე და ფეხბურთელები მაძლევენ, რომელსაც მე ვაძლევ საკუთარ თავს, უფრო და უფრო, ძლიერს და ლაღს მხდის. ყოველდღიურად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და საუკეთესო ფორმაში ვიყო, რათა გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.”
“ფინალი ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენი მიზანი სტოკჰოლმში ფანების გულის გახარებაა,” – აცხადებს არგენტინელი.