პირველი ქალი მსაჯი ბუნდესლიგის ისტორიაში
პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში, მომავალი სეზონიდან გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის მატჩებს ქალი არბიტრიც განსჯის.
ბიბიანა შტაინჰაუსი, რომელმაც 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაჯა, გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში გატარებული 10 წლის შემდეგ დააწინაურეს და მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში იმსაჯებს.
შტაინჰაუსი, რომლის მეორე საქმიანობაც პოლიციელობა გახლავთ, ერთ-ერთია იმ ოთხ მსაჯთაგან, რომლებიც პირველად იმსაჯებენ ბუნდესლიგაში – საუბარია მარტინ პეტერსონზე, სვენ იაბლონსკისა და სორენ შტორკზე.
“ბუნდესლიგაში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს ოცნება სულ მალე ამიხდება, რაც ძალიან მახარებს,” – აცხადებს 38 წლის ბიბიანა გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.