ეროვნული ლიგის მე-13 ტური: პრევიუ
21-22 მაისს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის პრევიუს გთავაზობთ.
ფოთის “კოლხეთი” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 20 მაისი, 17:00 საათი
მეცამტეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართება. აქ “კოლხეთი” “შუქურას” მიიღებს. ეს მატჩი ეროვნული ლიგის ორი ყველაზე სუსტი გუნდის დაპირისპირებაა. სწორედ ეს კლუბები არიან ბოლო და ბოლოს წინა ადგილებზე. თუმცა, ისიც აღშანიშნავია, რომ მეგრელები აჭარლებს შვიდი ქულით უსწრებენ. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა “შუქურას” ფეხბურთელები სხვაობის შემცირებას.
თბილისი “საბურთალო” – გორის “დილა”
დასაწყისი: 20 მაისი, 19:00 საათი
მორიგი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. “საბურთალომ” წინა ტურში პრინციპული მეტოქე, “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხი 2”-ზე მინიმალური სხვაობით (2-1) დამარცხა და ახლა 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. თავის მხრივ, კარგ ფორმაშია “დილა”. ებრაელების მფლობელობაში მყოფმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და მეშვიდე პოზიციაზე აიწია. “დილას” 16 ქულა აქვს და მხოლოდ ერთით ჩამორჩება “ჩიხურას”.
ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 20 მაისი, 21:00 საათი
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე ადგილობრივი “ტორპედო” “ლოკომოტივს” მიიღებს. იმერლებმა ეროვნული ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში შვიდი ქულა მოიპოვეს და ახლა 22 ქულით მესამე ადგილზე არიან. “ლოკომოტივის” საქმე კი პირიქით, უკან მიდი. გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა ბიჭებმა უკანაკსნელი ორი შეხვედრა წააგეს და ახლა 21 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფებიან.
თბილისის “დინამო” – სამტრედიას “სამტრედია”
დასაწყისი: 21 მაისი, 17:30 წუთი
ცენტრალური შეხვედრა კვირას, “დინამო არენაზე” შედგება. პირველადგილოსანი “დინამო” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შეერკინება. თბილისლებზე იმის თქმა შეიძლება, რომ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მოგებული რვა მატჩის შემდეგ, მათ ქულები წინა ტურში “დილასთან” დაკარგეს (1:1). კახა კაჭარავას შეგირდები ახლა 28 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხება “სამტრედიას”, ამ გუნდმა ბოლო ხუთ თამაშში შესაძლო 15-დან 13 ქულა მოიპოვა და ახლა “დინამოს” უახლოესი მდევარია – იგი 23 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ბათუმის “დინამო” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 21 მაისი, 19:30 წუთი
ბოლო მატჩი ბათუმში, “რაგბი არენაზე” შედგება. ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან. აჭარლების თავიანთ მოედანზე დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა. ამ გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო და ახლა 12 ქულით მერვეზეა. წარუმატებელი სამმატჩიანი სერიის შემდეგ, წინა ტურში “ჩიხურამ” “შუქურა” დაამარცხა და ახლა 16 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.