ლაკაზეტი ადასტურებს: “ზაფხულში “ოლიმპიკს” დავტოვებ”
ალექსანდრ ლაკაზეტმა დაადასტურა, რომ იგი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ლიონის “ოლიმპიკს” დატოვებს.
“ვფიქრობ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. ძალიან მინდა, ახალ დონეზე ვითამაშო. მსურს, უფრო დიდი გამოწვევები მივიღო. კარგად ვიცი, რომ ევროპაში ძალიან ცნობილი არ ვარ. ახლა კი, ვეცდები, ხალხს ჩემი კარგი თამაშით, პროგრესით თავი დავამახსოვორო.”
ლაკაზეტიმ მასსა და “ატლეტიკოს” შორის კავშირი დაადასტურა. თუმცა, ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს.
“ატლეტიკო” არის ის კლუბი, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე გასვლას მუდმივად ახერხებს. მას მშვენიერი დრო უდგას. ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც მუდამ პროგრესირებენ. ეს გუნდი მომავალი სეზონიდან ახალ მოედანზე ითამაშებს. და მათ ჰყავთ ანტუან გრიზმანი, რომელიც ჩემი თანამემამულეა. შესაძლოა, რამდენიმე თვეში სწორედ ამ გუნდში წავიდე. თუმცა, შესაძლოა, არჩევანი სულ სხვაზე გავაკეთო,” – განაცხადა 25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი “ოლიმპიკის” მთავარ კჯლუბში 2009 წლიდან გამოდის. მან ამ სეზონში შიდა ჩემპიონატის 29 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.