“ტოტენჰემი” ბეილის ჩანაცვლებას ჰალილოვიჩის მეშვეობით აპირებდა”
ზაგრების “დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემი” ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა საქმე ჩავარდა.
“ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი და ჩავარდნა ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერები იყო.
როდესაც ის 16 წლის იყო, “ტოტენჰემმა” ბეილი “რეალს” 100 მილიონ ევროდ მიყიდა და ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს გვთავაზობდა. დანიელ ლევისთან შეხვედრაც კი გავმართე ლონდონში.
მოლაპარაკებები 10 მილიონიდან დავიწყეთ და 25-მდე მივედით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ზაგრებში დაბრუნებისთანავე, ეს ხელშეკრულება ჰალილოვიჩისა და იედვაის ოჯახებს წარვუდგინე.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალენის მამამ განაცხადა, რომ პირობებით უკმაყოფილო იყო. გავგიჟდი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. რამდენიმე წელიწადში კი ის გაცილებით უფრო იაფად გავყიდეთ, წაგებული კი “დინამო” დარჩა,” – აცხადებს მამიჩი.