“ლივერპულმა” “მიდლსბროს” ადვილად მოუგო (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 38-ე ტურის მატჩში მერსესაიდულმა “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მიდლსბრო” მიიღო და საჭირო შედეგსაც მიაღწია.
ანგარიში მატჩის 45-ე წუთზე, ჯორჯინიო ვეინალდუმმა გახსნა, რომელმაც რობერტო ფირმინოს გადაცემა გამოიყენა, მატჩის მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში კი თავად ფირმინომაც შეძლო გოლის გატანა ფილიპე კოუტინიოს მსგავსად.
მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, “ლივერპულმა” სატურნირო ცხრილში მაინც მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპში მოუწევს თამაში.
“ლივერპული” : მინოლე; მილნერი, ლოვრენი, მატიპი, კლაინი; ემრე ჯანი; კოუტინიო, ვეინალდუმი, ლალანა; ფირმინო (ლუკას ლეივა), სტარიჯი;
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
“მიდლსბრო”: გუსანი; ფაბიო (აიალა 73′), ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი; ლედბიტერი, კლეიტონი, ფორშოუ; ბემფორდი, ჟესტედე (ნეგრედო 73′), დაუნინგი
მთავარი მწვრთნელი: სტივ აგნიუ