“ტორპედომ” “დილა” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართა, რადგან გორელთა არენაზე (თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე) ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. იმერელთა მხრიდან მერვე წუთზე თორნიკე კაპანაძე გამოირჩა. მან ჩაწოდების შემდეგ, “მაკრატელა” დარტყმით შეძლო შეგდება. მეორე გოლი “ტორპედომ” უკვე მეორე ტაიმში გაიტანა. მისი ავტორი გრიგოლ დოლიძე გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტარიელ ხაინდრავას კარის ბადის შერხევა 71-ე წუთზე კუთხურის ნიშნულიდან ბურთის კარში ჩახვევით მოახერხა.
საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ქუთაისლებმა ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს.
ამ მარცხის შემდეგ “დილა” 18 ქულით, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. “ტორპედო” მეორეზეა – მას 28 ქულა აქვს.