19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებას ბულგარეთში გაივლის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.
გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს ბულგარეთის ნაკრებთან. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.
Gff.Ge