აჭარული დერბი “დინამომ” მოიგო! (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მეორე დღეა.
ერთ-ერთ მატჩში ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამო” მიიღო. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ლევან კუტალიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდნა გახსნა ანგარიში და მასპინძლები დააწინაურა. მეათე წუთზე იაროსლავ კვასოვმა გაათანაბრა.
მეორე ნახევარში 53-ე წუთზე კვასოვმა დუბლი შეასრულა. 64-ეზე კი არჩილ ტვილდიანმა ბათუმლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ სტუმარი გუნდი ცოტა მოეშვა, რამაც შედეგი გამოიღო. 68-ე წუთზე ქობულეთური გუნდის ფეხბურთელმა გიორგი არქანიამ 2-3 გახადა ანგარიში. მიუხედავად ამისა, “დინამომ” კიდევ ერთხელ მოიპოვა ორბურთიანი უპირატეოსბა. 81-ე წუთზე მიხაილ გორელიშვილმა “შუქურას” კარი აიღო – 2-4.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. “დინამომ” მოიგო, 16 ქულა დააგროვა და ახლა მერვე ადგილზეა. “შუქურას” ოთხი ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.