დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 მაისი
დე ხეა ალვარო მორატას სანაცვლოდ?
ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ალვარო მორატას ტრანსფერი ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მადრიდულ გრანდს ალვარო მორატას სანაცვლოდ დავიდ დე ხეა გადასცეს. მორატასთან ერთად ინგლისელები 25 მილიონსაც ითხოვენ (75-ის ნაცვლად) დე ხეას ტრანსფერისთვის.
ობამეიანგმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა
დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ადასტურებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გაბონელი თავდამსხმელის გადაბირებით “პარი სენ-ჟერმენის”, “მილანისა” და რამდენიმე ჩინური კლუბის ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი.
“ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერზე მუშაობს
Sport-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერ ერერას ტრანსფერზე მუშაობს.
წყაროს ცნობით, ანდერ ერერას გადაბირებით პირადად ერნესტო ვალვერდე არის დაინტერესებული, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა ჩაუდგეს “ბლაუგრანას” სათავეში.
ნაპოლი” შჩესნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
იტალიური “რომასა” და ინგლისური “არსენალის” მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ ნეაპოლიტანური გრანდის ხელმძღვანელთა ყურადღებას მიიპყრო. ამ ინფორმაციას Sportitalia-ს რედაქციაც ადასტურებს.
როგორც იცით, “ნაპოლის” ამჟამინდელ მეკარეს, პეპე რეინას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან და კლუბის დატოვებასაც აპირებს. დე ლაურენტისი კი შესნიში რეინას ბრწყინვალე შემცვლელს ხედავს.
“არსენალი” სანჩესს ექსტრაორდინარულ კონტრაქტს სთავაზობს
ბრიტანული The Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეთოფეებმა” მთავარ მიზნად ალექსის სანჩესის შენარჩუნება დაისახეს.
როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, ჩილელ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხელფასი შესთავაზონ. საუბარია 270 000 ფუნტზე კვირაში, რაც 30 000-ით ნაკლებია იმაზე, რასაც სანჩესი ითხოვს.