დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 მაისი
“მილანმა” დონარუმას ულტიმატუმი წაუყენა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგძლივებს, მაშინ ახალგაზრდა მეკარეს სათადარიგოთა რიგებში ყოფნა მოუწევს.
დონარუმას “როსონერისთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება. მისი შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული.
დე ხეა ალვარო მორატას სანაცვლოდ?
ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ალვარო მორატას ტრანსფერი ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მადრიდულ გრანდს ალვარო მორატას სანაცვლოდ დავიდ დე ხეა გადასცეს.
ხამესი “ინტერში”?
მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ხამეს როდრიგესის სატრანსფერო თანხაზე ჯერ ვერ რიგდებიან. სწორედ ამ დროს, ხამესის შეძენის სურვილი მილანის “ინტერმა” გამოთქვა.
“ინტერი” კოლუმბიელ ფეხბურთელში 60 მილიონს გადაიხდის, მანჩესტერული კლუბი კი 40 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
მოურინიოს ლუკას მოურა სურს
SportWitness-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ლუკას მოურა ძალიან მოწონს და ზაფხულში მის შეძენას შეეცდება.
ობამეიანგი დორტმუნდს ტოვებს
Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიერ-ემერიკ ობამეიანგი მალე დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებს. გაბონელი თავდამსხმელით “მილანი”, “პარი სენ-ჟერმენი” და რამდენიმე ჩინური კლუბია დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი “ბორუსიას” ხელმძღვანელობას ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა.