კლუბები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს
ევროპის ქვეყნებში საფეხბურთო ჩემპიონატები უკვე დასრულდა და გარკვეულია, თუ რომელი გუნდები მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ზონაში. დღეისათვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება 22 კლუბს აქვს მოპოვებული.
ესპანეთი: “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო
გერმანია: “ბაიერნი”, “ლაიფციგი”, “დორტმუნდი”
ინგლისი: “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
იტალია: “იუვენტუსი”, “რომა”
საფრანგეთი: “მონაკო”, “პარი სენ-ჟერმენი”
პორტუგალია: “ბენფიკა”, “პორტუ”
რუსეთი: “სპარტაკი”
უკრაინა: “შახტარი”
ბელგია: “ანდერლეხტი”
თურქეთი: “ბეშიქთაში”
შვეიცარია: “ბაზელი”
ჰოლანდია: “ფეინოორდი”
ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, კიდევ ათი გუნდი უნდა დაემატოს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომლის კენჭისყრაც 24 აგვისტოს გაიმართება, 12 სექტემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.