ოფიციალურად: ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია
კატალონიის “ბარსელონას” ამიერიდან ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ვალვერდე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბილბაოს “ატლეტიკს” თავკაცობდა. 53 წლის სპეციალისტს “ესპანიოლში”, “ოლიმპიაკოსში”, “ვილიარეალსა” და “ვალენსიაშიც” უმუშავია.
“ვალვერდეს დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა. მას ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება უყვარს და ვფიქრობ, “ბარსელონას” კარგად შეეწყობა. ის მშრომელი ადამიანია, ვარჯიშებზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რაც მატჩების მიმდინარეობისას ეხმარება. მისი წარდგენა ხუთშაბათს გაიმართება”, – განაცხადა ბარტომეუმ.
Ernesto Valverde is the new @FCBarcelona coach.
Welcome, Ernesto!#HolaValverde pic.twitter.com/XBjdEztHRe— FC Barcelona (@FCBarcelona) May 29, 2017