იგუაინი: “იმედი მაქვს, რამოსი 90-ე წუთზე გოლს არ გაგვიტანს”
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც შაბათს კარდიფში “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გაიმართება, “ბებერი ქალბატონის” თავდამსხმელმა, გონასლო იგუაინმა კომენტარი გაკეთა.
“იმედი მაქვს, რამოსი 90-ე წუთზე არ გაგვიტანს. მისადმი და მისი ოჯახისადმი ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს. სერხიო და მე ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.”
“ფეხბურთი ზოგჯერ ასეთ სიტუაციაში გაყენებს: ფინალში ჩემს ყოფილ გუნდს უნდა შევუტიო. დარწმუნებული ვარ, ეს მატჩი ყველამხრივ გამორჩეული იქნება,” – აცხადებს “პიპიტა”.