მარკო ვერატიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ევროპული გრანდების იტალიელი სამიზნე, მარკო ვერატი აცხადებს, რომ “პარი სენ-ჟერმენში” თავს ბედნიერად გრძნობს და “ბარსელონას” ინტერესის მიუხედავად, “პარკ დე ფრენსის” დატოვებას არ აპირებს.
“გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, აქ დავრჩები, მომავალ სეზონშიც აქ ვითამაშებ. შემდეგ კი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით და ვისაუბრებთ.
კონტრაქტის ამოწურვამდე ოთხი წელია დარჩენილი და წასვლის სურვილიც არ მაქვს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, კმაყოფილი ვარ ასეთი პროექტის ნაწილი რომ ვარ.
“პარი სენ-ჟერმენის” მაისურით მოპოვებული გამარჯვება გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურით, რადგანაც აქ 5 წელი დავყავი და ეს გუნდი ჩემი ნაწილი გახდა,” – აცხადებს იტალიელი ნახევარმცველი.