დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 მაისი
“მანჩესტერ სიტი” მენდისათვის იბრძოლებს
L’Equipe-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” “მონაკოს” მარცხენა მცველის, ბენჟამინ მენდის შეძენას გეგმავს, ამისათვის კი “ქალაქელებს” პრემიერ ლიგის სხვა კლუბებთან ბრძოლა მოუწევთ.
დიდი ალბათობით, 22 წლის ფეხბურთელს ინგლისში ვიხილავთ, თუმცა მის მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენს.
“სევილიას” “არსენალის” თავდამსხმელი მოუნდა
ესპანურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “ესპანელმა დალაქები” ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
როგორც ცნობილი ხდება, “სევილიას” ხელმძღვანელთა ყურადღება ლონდონის “არსენალის” ესპანელმა შემტევმა, ლუკას პერესმა მიიპყრო, რომელიც “ემირეიტს სტედიუმზე” გასულ წელს გადაბარგდა.
As-ის ცნობით, ესპანური კლუბი 28 წლის შემტევის გადაბირებას 17 მილიონ ფუნტად აპირებს.
ოფიციალურად: მუსაკიო “მილანის” ფეხბურთელია
მატეო მუსაკიო “მილანის” ფეხბურთელია. “როსონერიმ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაადასტურა.
26 წლის არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გასულ კვირაში გაიარა, თუმცა ტრანსფერის დასასრულებლად მცირე დეტალების მოგვარება იყო საჭირო.
“ვილიარეალის” ყოფილმა წევრმა “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “შავ-წითლებმა” ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის სიტუაციას აკვირდება
“მანჩესტერ იუნაიტედს” მადრიდის “რეალის” შემტევის, გარეტ ბეილის შეძენის სურვილი კვლავაც აქვს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბეილს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში არ მოუწევს, მისი მანჩესტერულ კლუბში გადაბარგების შანსები გაიზრდება.
ჟერომ ბოატენგი “ჩელსიში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონის “ჩელსი” ჟერომ ბოატენგის ვარიანტს განიხილავს. “არისტოკრატების” მთავარი სამიზნე ვან დაიკია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ჰოლანდიელის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ “ბაიერნს” წინადადებით მიმართავს.