გია გეგუჩაძემ შემადგენლობა გამოაცხადა
8 და 12 ივნისს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ბულგარეთს ეწვევა, მერე კი – მონტენეგროს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გამოაცხადა გაფართოებული სია, საიდანაც აარჩევს სასურველ 23 მოთამაშეს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ ლუკა ზარანდია, გრიგოლ ჩაბრაძე, რომან ჭანტურია, ოთო გოშაძე და ცოტნე ნადარაია. ხოლო ჯიმი ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ.
21-წლამდელები შეკრებას 3 ივნისს დაიწყებენ, ბულგარეთში კი 6 ივნისს გაემგზავრებიან.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), გოგი კულუა (მერანი);
მცველები: გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), თორნიკე კირკიტაძე (სიონი), აკაკი შულაია (მერანი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (მერანი), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (ცხინვალი);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (გაგრა), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (შუქურა), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი), ცოტნე მესხი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ლუკა იმნაძე (საბურთალო), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი).
სფფ-ის პრეს-სამსახური