დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 31 მაისი
მბაპეს “რეალში” უნდა
ესპანური გამოცემა “მარკა” იტყობინება, რომ “მონაკოს” ახალგაზრდა თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მადრიდის “რეალში” გადასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის შეძენა არაერთ კლუბს სურს.
ფრანკ კესიემ “მილანში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
“ატალანტას” ნახევარმცველმა, ფრანკ კასიემ გუშინ, 30 მაისს “მილანში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რამაც ტრანსფერი შეაფერხა.
Calciomercato-ს ცნობით, კოტდიუვარელ ნახევარმცველს პრობლემა მუხლებზე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ “როსონერის” ხელძღვანელებს 20 წლის ფეხბურთელის შეძენა ძალიან სურთ, მას სამედიცინო შემოწმების გასავლელად კიდევ ორი დღე ექნება.
გრიზმანს “ატლეტიკოს” დატოვება სურს
Deportes COPE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტუან გრიზმანმა “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს.
ფრანგ ფეხბურთელს ყველაზე ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებენ და დიდი შანსია, ის სწორედ ინგლისში ვიხილოთ.
კასილასი პარიზში?
l’Equipe-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, “პორტუს” მეკარე, იკერ კასილასი “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ.
პარიზული კლუბის მომავალი სპორტული დირექტორი, ანტენო ენრიკე იკერს კარგად იცნობს. ენრიკე აქამდე “პორტუში” მუშაობდა და მას კასილასის პორტუგალიაში გადაბარგებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
“ლივერპულს” კლიში სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულმა” გაელ კლიშის ორწლიანი კონტრაქტი შეთავაზა.
ფრანგ მარცხენა მცველს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი ეწურება, სხვა კლუბებს კი მისი დამატება უფასოდ შეეძლებათ>