ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” დარენ ფლეტჩერთან შეათანხმა
“ვესტ ბრომვიჩის” შოტლანდიელი კაპიტანი, დარენ ფლეტჩერი “ალბიონელებთან” არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “სტოკ სიტის” ბანაკში გადაბარგდება.
33 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია, მას შემდეგ, რაც “ალბიონს” 2015 წლის თებერვალშე შეუერთდა. ტონი პულისის მეთაურობით ფლეტჩერმა 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
როგორც იცით, კარიერის გარკვეულ ეტაპზე ფლეტჩერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებასაც იცავდა. “წითელ ეშმაკებთან” ერთად დარენმა ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ორჯერ ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის თასი, 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა და 2008 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.