ოფიციალურად: ტურემ “მანჩესტერ სიტისთან” ერთი წლით გაახანგრძლივა
“მანჩესტერ სიტის” კოტ-დიუვარელი ნახევარმცველი, იაია ტურე “ეტიჰად სტედიუმზე” კიდევ ერთი წლით დარჩება. ტურემ ინგლისურ გუნდთან შეთანხმებას დღეს, პირველ ივლისს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, იაია ტურეს “მანჩესტერ სიტის” ახალ თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და ახლა თავად ესპანელმა სპეციალისტმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
“იაია ტურე წლების მანძილზე ფანტასტიკურად ემსახურებოდა “მანჩესტერ სიტის” და დღესაც გუნდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ძალიან გვიხარია, რომ მასთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ,” – აცხადებს “ქალაქელთა” დირექტორი, ბეგირისტაინი.