არდამ “არსენალთან” შეათანხმა
“ბარსელონას” თურქ ნახევარმცველსა და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ ინფორმაციას El Desmarque ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასია შესათანხმებელი – “ბარსელონა” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.
როგორც იცით, არდა თურანი “ბარსელონაში” “ატლეტიკოდან” გადაბარგდა, სადაც ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოისაზრებოდა.
მიმდინარე სეზონში არდამ “ბარსელონას” მაისური 18 მატჩში მოირგო , გაიტანა 3 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.