დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 ივნისი
“ბარსელონა” დემბელეს შეძენას გეგმავს
კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” დორტმუნდის “ბორუსიას” ტავდამსხმელის, უსმან დემბელეს შეძენას გეგმავს.
კატალონიელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა გასულ წელსაც სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
მბაპესთვის “იუნაიტედიც” იბრძოლებს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკოს” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესაძენად “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “არსენალი” და “რეალი” იჩენენ.
სალაჰი “ლივერპულთან” კონტრაქტს ამ კვირაში გააფორმებს
Daily Telegraph-ის ცნობით, “რომას” ფეხბურთელი, მოჰამედ სალაჰი “ლივერპულთან” კონტრაქტს მიმდინარე კვირაში გააფორმებს. მერსესაიდელები ეგვიპტელ ფეხბურთელში 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” დე ხეას ფასი დაადო
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა შეეგუა იმ ფაქტს, რომ დავიდ დე ხეას კლუბის დატოვება სურს და აპირებს, მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიიღოს მისი ტრანსფერისგან.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “წითელი ეშმაკები” ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
არდამ “არსენალთან” შეათანხმა
“ბარსელონას” თურქ ნახევარმცველსა და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ ინფორმაციას El Desmarque ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასია შესათანხმებელი – “ბარსელონა” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.