დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივნისი
ბონუჩი “ჩელსიში”?
Goal.Com-ის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” მცველი, ლეონარდო ბონუჩი ლონდონის “ჩელსის” წინადადებას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატების” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ბონუჩისთან ერთად აქამდეც უმუშავია.
“მილანი” “ტორინოსთან” მოლაპარაკებებს იწყებს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს “მილანისა” და “ტორინოს” ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ, სადაც ანდრეა ბელოტის შესახებ ისაუბრებენ. “როსონერის” იტალიელი თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი აქვს.
ვან დეიკი “ლივერპულთან” ძალიან ახლოსაა
BBC-ის ცნობით, “საუთჰემპტონის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელს “ენფილდზე” გადაბარგება თავადაც სურს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჰოლანდიელის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” იჩენენ.
“ბაიერნს” ლუკაკუ სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” “ევერტონის” თავდამსხმელით, რომელუ ლუკაკუთი დაინტერესდა.
ბელგიელი ფეხბურთელის შეძენა ბევრ კლუბს სურს, მათ შორის კი “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” არიან.
დე ხეას 3 პოტენციური შემცვლელი “მანჩესტერ იუნაიტედში”
მადრიდის “რეალი” კვლავ არ ეშვება “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარეს, დავიდ დე ხეას. “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა კი უკვე დაიწყეს ფიქრი “ატლეტიკოს” ექს-მეკარის პოტენციურ შემცვლელებზე.
როგორც ცნობილი ხდება, მოურინიოს მიერ შედგენილ სიაში საპატიო ადგილს მილანის “ინტერის” კარის დარაჯი, სამირ ჰანდანოვიჩი იკავებს, რომელიც წლის საუკეთესო მეკარედ იქნა დასახელებული იტალიაში.
მეორე ვარიანტი კი “მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებაა, რომელმაც თავისი ბრწყინვალე მონაცემებით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
თუ ჰანდანოვიჩისა და დონარუმას ტრასნფერები ჩაიშლება, ჯერი “ატლეტიკოს” მეკარეზე, იან ობლაკზეც მივა.