დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 ივნისი
“ჩელსიმ” მატიჩი “იუვენტუსს” შეთავაზა
იმისათვის, რომ “ჩელსიმ” ლეონარდო ბონუჩის გადაბირება შეძლოს, “არისტოკრატებმა” “იუვენტუსს” ნემანია მატიჩის შეთავაზეს. მატიჩთან ერთად, ლონდონელები 48 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდას აპირებენ.
მესი “ბარსელონასთან გაახანგძლივებს
ლიონელმ მესი “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, რის შემდეგაც ის კლუბში 2021 წლამდე დარჩება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.
“ბარსელონა” ბელერინს მიუბრუნდა
ბრიტანული “მირორის” ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალისათვის” ექტორ ბელერინის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებს.
ლუჩესკუ: “დუგლას კოშტამ “ბაიერნი” “იუვენტუსში” უნდა გაცვალოს”
მირჩა ლუჩესკუმ მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელ ფეხბურთელს, დუგლას კოშტას კლუბის დატოვება ურჩია.
“დუგლას კოშტა დიდებული ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, მაგრამ მას ისეთი გარემო ესაჭიროება, რომელიც მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.
მე თუ მკითხავთ, მას “იუვეში” ვურჩევდი გადასვლას, რადგანაც სერია ა დღემდე ყველაზე რთულ ჩემპიონატად რჩება მსოფლიოში.
ბუნდესლიგაში ყველა გუნდი ერთნაირად თამაშობს, იტალიაში კი ასე არ არის. ამ მხრივ ეს ჩემპიონატი საკმაოდ მრავალფეროვანია,” – აცხადებს ლუჩესკუ.
“ლივერპულმა” ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილიც კი არ იყო, როდესაც უცხოური ჟურნალ-გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მალე დაადასტურებდა ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერს ინგლისურ “ლივერპულში”.
თუმცა, “წითლების” ხელმძღვანელებმა ყველანაირ სპეკულაციებს ბოლო მოუღეს და ოფიციალური განცხადების საშუალებით ამცნეს მერსესაიდელებს, რომ ეს ტრანსფერი არ შედგებოდა.
“ბოდიშს ვუხდით “საუთჰემპტონის” მფლობელს, დირექტორთა საბჭოსა და გულშემატკივრებს პრესაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისა და გაუგებრობის გამო. ვადასტურებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკის მიმართ ინტერესი აღარ გაგვაჩნია,” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.