ჰარი კეინი: “ყველაფერს გავაკეთებ ოქროს ბურთის მოსაგებად”
ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერმა, ჰარი კეინმა აღიარა, რომ ძალიან უნდა სახელოვან ფეხბურთელთა სიაშის მოხვედრა, რისთვისაც ოქროს ბურთის მოგება გახლავთ საჭირო.
“ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ უდიდესი პრიზის მოსაგებად იქნება საჭირო. ჩემი მთავარი მიზანი მომავალ სეზონებში სწორედ ამ ჯილდოს მოგება იქნება.
რონალდუმ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, ამიტომაც აცხადებს პრეტენზიას ოქროს ბურთზე. მესიც მსგავს სიტუაციაშია. ამ პრიზის მოსაგებად მხოლოდ ინდივიდიუალური მიღწევები საჭირო არ არის, ასე რომ, იმედი მაქვს “ტოტენჰემთან” ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ.
მინდა იმ დიდებულ ფეხბურთელთა სიაში მოვხვდე (მესი, რონალდუ), რისთვისაც სანაკრებო ასპარესზეც აუცილებელია თავის გამოჩენა.
საკლუბო დონეზე რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე, ჩემი პერფრომანსის ახალ დონეზე გადასაყვანად კი ნაკრებში წარმატების მიღწევა მესაჭიროება. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს შევძლებ,” – აცხადებს ჰარი კეინი.