ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა!
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
35 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში “წითელ ეშმაკებთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ზლატანმა დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერელთა მიერ მოგებულ ორ ტიტულში: ინგლისის ლიგის თასსა და ევროპის ლიგაში. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. შვედი ფორვარდის წარმატებული სეზონი მუხლის ტრავმამ შეწყვიტა.
ჯერჯერობით, “იბრა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე პირველია, ვინც “უნაიტედმა” გაუშვა.