მორატამ “რეალის” ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ განუცხადა და “მანჩესტერთან” პირობებიც შეათანხმა
ალვარო მორატამ მადრიდის “რეალში” გასულ სეზონში ორი დიდი ტიტული კი მოიგო, თუმცა სათამაშო დროის გამო, კლუბში კომფორტულად თავს ვერ გრძნობს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ფიქრის პროცესში იყო: დაეტოვებინა თუ არა გუნდი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ დღეს დილით 24 წლის თავდამსხმელის აგენტი, ხუანმა ლოპესი “ბლანკოსის” გენერალურ დირეტოქრს, ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა, რათა გაეხმოვანებინა მორატას სურვილი კლუბიდან წასვლის შესახებ.
მოგეხსენებათ, ალვაროს შეძენასთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ უნაიტედია”. შესაბამისად, ახლა ყველაფერი ინგლისური კლუბის მესვეურების ნებასა და შესაძლებლობაზეა.
თავის მხრივ, ინგლისელები წერენ, რომ მორატამ კონტრაქტის პირობები “წითელ ეშმაკებს” უკვე შეუთანხმა. ეს უკანასკნელნი ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა “თეთრებს” მორატას გაშვება 90 მილიონზე ნაკლებად არ სურთ. ხოლო, თუ დე ხეა-მოარატას ბარტერი შედგება, ინგლისელები მხოლოდ 50 მილიონს გადაიხდიან.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელმა გასულ სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. მას მეტი სათამაშო დრო უნდა. მით უმეტეს, იგი მომავალ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და ფორმაში უნდა იყოს.