ბუფონი: “შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო წელი იყოს ფეხბურთში”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
“შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო წელი იყოს და მინდა ყველაფერი მაღალ დონეზე შევასრულო.
მუდმივი არაფერია და არც მე, ასე არც არასოდეს ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, გუნდზეც ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებ. არც ნაკრები და არც “იუვენტუსი” არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ფეხბურთელებზე.
კარიერის დასრულების შემდეგ, ცოტა ხნით უნდა დავისვენო, ძალიან ინტენსიური და დამღლელი იყო ეს ყოველივე, შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელობაზე აუცილებლად ვიფიქრებ,” – აცხადებს ჯიჯი ბუფონი.