ასენსიო: “რეალი” მოგებული ტიტულებით არასდროს ნაყრდება”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარკო ასენსიომ Marca-სთან ისაუბრა.
“როდესაც “რეალში” მოდიხარ, შენი სურვილია, ყველა ტიტული მოიგო. ეს ხომ დიდი კლუბია! ახლა კი 21-წლამდე ნაკრებში ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა. გასული წელი პირადად ჩემთვის ძალიან კარგი იყო. პირველ რიგში, იმიტომ ვარ კმაყოფილი, რომ დიდი გამოცდილება მივიღე: ბევრნაირ სიტუაციაში აღმოვჩნდი და მნიშვნელოვანი რაღაცები ვისწავლე.”
“როცა ისეთ გუნდში თამაშობ, როგორიც “რეალია”, ყველა დღე გადამწყვეტია. აქ ყოველ სამ დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება გიწევს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა. ყველა დღიდან რაღაცას ვსწავლობ.”
“გასულ სეზონში ორი დიდი ტიტული მოვიგეთ, თუმცა არ მგონია, ვინმე ამაზე დაკმაყოფილდეს. სექტმებრიდან ისევ ახალ ბრძოლაში ჩავერთვებით და შევეცდებით, კიდევ გავახაროთ გულშემატკივარი. “რეალი” მოპოვებული თასებით არასდროს ნაყრდება და ამას მუდამ დავამტკიცებთ!” – აცხადებს მარკო.