რუსეთმა ახალი ზელანდია დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
შაბათს, 17 ივნისს რუსეთში სტარტი აიღო კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებამ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის მასპინძლებმა გათამაშების აუტსაიდერის დამარცხება მოახერხეს – მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიელებმა არაერთი შანსი შექმნეს მეტოქის კართან, რუსებმა მშრალი გამარჯვება მოიპოვეს.
ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე, ბოქსოლის ავტოგოლის წყალობით გაიხსნა, რასაც მეორე ტაიმში “კრასნოდარის” თავდამსხმელის,სმოლოვის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.
მეორე ტურში რუსეთი პორტუგალიას მიიღებს (21 ივნისს), ახალი ზელანდია კი მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუსეთი: აკინფეევი; ჟირკოვი, კუდრიაშოვი, ვასინი, ჯიქია, სამედოვი; გოლოვინი, გლუშაკოვი, ეროხინი (ტარასოვი 77′); პოლოსი (ბუხაროვი 65′), სმოლოვი
მთავარი მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
ახალი ზელანდია: მარინოვიჩი; ვინი, ბოქსოლი, დურანტი, სმიტი, კოლვი (პეტერსონი 83′); ბარბარუსესი (ტუილომა 61′), მაკგლინჩი, ტომასი; როხასი, ვუდი
მთავარი მწვრთნელი: ა. ჰუდსონი