ფასონე: “დონარუმა გვებუნებოდა, რომ კონტრაქტის გახანგძლივება სურდა, აგენტი კი…”
“მილანის” დირექტორმა, მარკო ფასონემ ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელი “როსონერიში” დარჩენას გადაწყვეტს, კლუბი და გულშემატკივრები მას დიდი სიხარულით შეხვდებიან.
“დონარუმას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ, მისი აგენტის მოქმედებამ კი გულშემატკივრები გააღიზიანა. ნამდვილად არ ვიცი, ჯიჯიოს შენარჩუნებისათვის, ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ მასთან ხშირად ვსაურობდით. თუ ის “მილანში” დარჩენაზე ისევ დაფიქრდება, კლუბიცა და გულშემატკივრებიც დიდი სიხარულით შეხვდებიან”, – უთხრა ფასონემ Corriere della Sera-ს.
18 ივნისს, დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელსა და მის ოჯახს ემუქრებოდა. მისი თქმით, თუ ახალგაზრდა მეკარე “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგძლივებდა, მაშინ მას უთამაშებლობით დასჯიდნენ.
“არანაირი მუქარა არ ყოფილა. ჩვენი პოზიცია ნათელია: დონარუმა არ იყიდება, დანარჩენს კი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა გადაწყვეტს. მე თუ მკითხავთ, მას ყველა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლია, თუმცა ჩვენ კიდევ ერთი მეკარე გვჭირდება.
წინასწარ არ გვეცოდინებოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მეორე მხარე კონტრაქტის ამოწურვისას. ყოველ ჯერზე, როცა ჯიჯიოს ტელეფონით ვესაუბრებოდით, გვებუნებოდა, რომ მას დარჩენა სურდა. თუმცა, სიტუაცია ჩვენსა და რაიოლას შეხვედრამდე ორი დღით ადრე შეიცვალა. დონარუმასგან განსხვავებით, აგენტი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ მხარე მოლაპარაკებისათვის მზად არ იყო”, – ამბობს ფასონე.
რაიოლას განცხადებით, “მილანი” მოლაპარაკების დაწყებას ჩქარობდა, ფასონემ კი საკითხზეც ისაუბრა.
“არა, ასე არ ყოფილა. 3 ივნისს, წინასასეზონო მომზადების ეტაპი იწყება, ამიტომ ორი კვირა გვქონდა იმისათვის, რომ ვარჯიშებამდე სატრანსფერო ბაზარზე გვემოქმედა. მას რომ შუა აგვისტოში ჩვენთვის ეთქვა, რომ კონტრაქტის გახანგძლივებას არ აპირებდა, რა უნდა მექნა? მიუხედავად ამისა, მათ პასუხის მოსაფიქრებლად ორი თვე ჰქონდათ”, – დაასრულა ფასონემ.