ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერისთვის სამი ინგლისური გრანდი იბრძვის
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ლონდონის “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელი ვარსკვლავისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას “მეთოფეთა” ხელმძღვანელებიც აპირებენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი “ემირეიტსის” დატოვება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 2016/17 წლების სეზონში “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რამაც ის ძალიან გაანაწყენა.