“ინტერი” ანდრეს ინიესტას გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება
Gazzetta-ს მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ანდრეს ინიესტას გარშემო არსებულ სიტუაციით არიან დაინტერესებულები.
როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ ორშაბათს თავის კატალონიელ კოლეგასთან გამართა შეხვედრა და ესპანელი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერის საკითხი განიხილა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აუსილიო ანდრეს ინიესტასთან ერთად ალეიშ ვიდალისა და ბორხა ვალეროს ტრანსფერებითაც არის დაინტერესებული.