როგორ ეხმაურებიან “სან ხოსეს” გულშემატკივრები ყაზაიშვილის ტრანსფერს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ამიერიდან MLS-ში მოასპარეზე “სან ხოსეს” ღირსებას დაიცავს. ამერიკულმა კლუბმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა, რასაც სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების გამოხმაურება მოჰყვა.
“ჩვენ “ველა” გვინა და არა “ვალერი”.”
We want “vela” not “valeri”
— ayyemayne (@ayyemayne) June 22, 2017
“სალომონ კალუსა და დარვინ კინტეროს შესახებ გავრცელებული ამბების შემდეგ, ეს ის არ არის, რასაც ველოდი, მაგრამ იმედი მაქვს, ვაკო შეტევას გააძლიერებს.”
“გთხოვთ, გაჩერდით! ვინ არის ეს ახალი მოთამაშე? ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელი გვჭირდება, რომელსაც ყველა იცნობს. საიდანღაც მოყვანილი ფეხბურთელები არ გვურს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ახალგაზრდებს თამაშის საშუალებას მივცემთ და სამ ან ოთხ ცნობილ ფეხბურთელს დავიმატებთ, როგორც ამას MLS-ის სხვა კლუბები აკეთებენ.”
“სტატიაზე დაყრდნობით, კარგი ფეხბურთელი ჩანს. ვნახოთ, აქ თავს როგორ წარმოაჩენს.”
“როგორც იქნა, საინტერესო ტრანსფერი. მოუთმენლად ველი მისი მონაცემების გამოვლენას და ვნახოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას გუნდისათვის.”
“სასიხარულოა, რომ მას ზედმეტსახელი აქვს.” (როგორც ჩანს, ამერიკელებს ვაკოს გვარის წარმოთქმა უჭირთ – ავტ.)
“კეთილი იყოს შენი მობრძანება “სან ხოსეში”, ვაკო!”