თბილისში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი პირი დაჭრეს
25 ივნისს, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში, “აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში” ტარდება, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უნივერსიტეტის რექტორის თქმით, დაპირისპრიებაში სპორტსმენებიც ჩაერთვნენ, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს მათ შორის ერთ-ერთი სპორტსმენია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. დაშავებულები მე-5 და მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაჭრილ სპორტსმენს სხეულის ზედა ნაწილში, მათ შორის მუცლისა და ყელის არეში, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით