დონარუმა: “თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რომ დოლარები იყო”
“მილანის” ახალგაზრდა მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
18 წლის ფეხბურთელს ფანების მიერ ერთ-ერთი შეხვედრის მიმდინარეობისას, მისი მისამართით ნასროლ დოლარებზე კომენტარის გაკეთება მოუწია.
“მინდოდა, პრესკონფერენციაზე მოვსულიყავი, რათა მეჩვენებინა, რომ ბედნიერი ვარ და მომავალ მატჩზე ვფიქრობ. ვწუხვარ, ჩემს გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ, მომავალზე კი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ.
სოციალური მედია უფრო მეტად გასართობია, მას იმისთვის ვიყენებ, რომ მცირე დრო გავიყვანო. ფანებმა დოლარები მესროლეს? სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რომ დოლარები იყო, ამას მოგვიანებით მივხვდი. ამ ყოველვეს ჩემზე არ უმოქმედია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვარ ორიენტრირებული”, – ციტირებს დონარუმს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და იტალიის 21-წლამდე ნაკრებებს შორის მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.