რონალდო: “მე დონარუმას დამცველი არ ვარ, თუმცა…”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, ახალგაზრდა მეკარემ “როსონერისთან” კონტრაქტის გახანგძლივება არ ისურვა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა, დონარუმა “შავ-წითლების” ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეხვდება, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მიიღებს.
“მილანის” ფანების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა და ემოცია იგრძნობა. ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთელისთვისაა მტკივნეული. მე დონარუმას დამცველი არ ვარ, უბრალოდ, ვამბობ, რომ როცა მას აკრიტიკებთ, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ვფიქრობ, ის იმდენად ჭკვიანია, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.
მან უნდა აირჩიოს ის გუნდი, სადაც უფრო მეტად დააფასებენ და მოტივირებული იქნება. შესაძლოა, ეს გუნდი “მილანი” იყოს. ყველას საკუთარი გამოწვევები აქვს და ამას პატივი უნდა ვცეთ. პირადად მე, კლუბი არაერთხელ შევიცვალე, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირდა, თუმცა წინ ყოველთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები მედგა.
შეიძლება თუ არა, რომ დონარუმა “რეალში” ვიხილოთ? წავიკითხე, რომ მადრიდელები დონარუმათი დაინტერესებულები არიან, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან “რეალში” დიდებულ ფეხბურთელებს ყოველთვის დიდი პატივით ეგებებიან”, – უთხრა რონალდომ Gazzetta dello Sport-ს.