ფაბიო ბორინი “მილანში” მიდის
“სანდერლენდის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი შესაძლოა, იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შეგახსენებთ, რომ მას იტალიაში “რომასა” და “პარმას” რიგებში უთამაშია.
გასულ სეზონში ფაბიო ბორინიმ 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ “სანდერლენდმა” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.