ბორინი “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გადის (ფოტო)
ინგლისური “სანდერლენდის” თავდამსხმელი, ფაბიო ბორინი, რომელსაც ერთ დროს “ლივერპულშიც” აქვს ნათამაშები, კარიერას “მილანის” რიგებში გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ბორინის ტრანსფერი იტალიურ გრანდს სულ რაღაც 6 მილიონი ევრო დაუჯდა.
26 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის გასული სეზონის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.