ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: ვინ სახელდებოდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ?
2 ივლისს, საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირი ამჟამინდელი ფორმატით 2002 წლიდან ტარდება.
ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც შემდეგ ვარსკვლავები გამხდარან. Fanebi.Com წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებიც 2002 წლის შემდეგ ჩატარებულ ტურნირებზე საუკეთესო მოთამაშეებად სახელდებოდნენ.
2002 – ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2003 – ალბერტო აკვილანი (იტალია)
ტურნირის გამარჯვებული – იტალია
2004 – ხუანფრანი (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2005 – აბდულაიე ბალდე (საფრანგეთი)
ტურნირის გამარჯვებული – საფრანგეთი
2006 – ალბერტო ბუენო (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2007 – სოტრის ნინისი (საბერძნეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2008 – ლარს ბენდერი და სვენ ბენდერი (გერმანია)
ტურნირის გამარჯვებული – გერმანია
2009 – კირილო პეტროვი (უკრაინა)
ტურნირის გამარჯვებული – უკრაინა
2010 – გაელ კაკუტა (საფრანგეთი)
ტურნირის გამარჯვებული – საფრანგეთი
2011 – ალექს ფერნანდესი (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2012 – ჟერარ დეულოფეუ (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2013 – ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი)
ტურნირის გამარჯვებული – სერბეთი
2014 – დევი ზელკე (გერმანია)
ტურნირის გამარჯვებული – გერმანია
2015 – მარკო ასენსიო (ესპანეთი)
ტურნირის გამარჯვებული – ესპანეთი
2016 – ჟან-კევინ ოგიუსტენი (საფრანგეთი)
ტურნირის გამარჯვებული – საფრანგეთი