WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (333913) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13,20082) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ბორნმუთმა” ნათან აკე კლუბისთვის რეკორდულ თანხად შეიძინა

თარიღი: ივნისი 30, 2017

ჰოლანდიის ნაკრების მცველი ნათან აკე “ბორნმუთის” სრულუფლებიანი ფეხბურთელი გახდა.

22 წლის მოთამაშემ გასული სეზონის პირველი ნაწილი ამ კლუბში იჯარის წესით გაატარა, ახლა კი ლონდონის “ჩელსიდან” “ბორნმუთში” საბოლოოდ გადავიდა. ნათან აკემ “ბორნმუთის” რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

“გასულ წელს აქ კარგი დრო გავატარე და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. ფანებს ჩემი საუკეთესო მხარე ჯერ კიდევ არ უნახავთ. საკუთარ თავს ყოველთვის უმაღლეს მიზანს ვუსახავ და ვიცი, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს”, – ციტირებს აკეს სიტყვებს “ბორნმუთის” ოფიციალური ვებგვერდი.

მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. სატრანსფერო ღირებულება ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ “ბორნმუთმა” მიუთითა, რომ ნათან აკე რეკორდულ თანხად იქნა შეძენილი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.



მსგავსი სიახლეები