ოფიციალურად: “ლიონმა” მარიანო დიასი დაიმატა
“ლიონმა” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მარიანო დიასის ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელა, რაც ფრანგულ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდა.
23 წლის მარიანო დიასმა “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის რიგით მეოთხე ახალწვეული გახდა მარსალის, ბერტრანდ ტრაორესა და ფერლანდ მენდის შემდეგ.
მარიანომ თავი “რეალის” მეორე გუნდში კარგი ასპარეზობით გამოიჩინა (27 გოლი 2015/16 წლების სეზონში), რის შემდეგაც ის პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.
“ლიონმა” კი გასული სეზონი ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზე დაასრულა, მისი ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი კი ძალიან ახლოსაა კლუბიდან წასვლასთან.