ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: ბ ჯგუფის პრესკონფერენცია
დღეს, სატუმრო ჰუალინგში ევროპის 19-წლადმე ჩემპიონატზე, ბ ჯგუფში მოთამაშე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
კეით დაუნინგი (ინგლისი): “უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან თბილად დაგხვდნენ. დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებას მივაღწევთ. კონკურენცია დიდია. გვინდა, ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიონ. ვფიქრობ, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი მზადაა.”
ფრანკ კრამერი (გერმანია): “დიდი მადლობა მშვენიერი ორგანიზებისათვის. ძალიან მოხარულები ვართ აქ ყოფნით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ჩვენი ჯგუფი ძალიან კონკურენტუნარიანია. რთული მატჩები და თანაბარი თამაშები გველის. ვიტყოდი, რომ ზოგიერთი კარგი მოთამაშე გვაკლია. იმედი მაქვს, ყველა გუნდი ტრავმებისაგან თავის არიდებას შეძლებს. ფეხბურთელებისათვის ეს შეხვედრები განვითარების კარგი საშუალება იქნება.
ჰოლანდიას კარგად ვიცნობთ, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ. ჩვენ სწრაფები და მობილურები უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. მგონი, სხვა გუნდებიც ამას აპირებენ.”
ანგელ სტოიკოვი (ბულგარეთი): “ძალიან მოხარულები ვართ ამ ტურნირზე მონაწილეობით და აქ ჩამოსვლით. ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. ჩვენ ძლიერი მეტოქეები გვყავს. გვყავს ინდივიდუალურად მოთამაშე ძლიერი ფეხბურთელები.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ბულგარეთში ორი მატჩი გავმართეთ. ძალიან კარგი თამაშები იყოს. საქართველო ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ორივე გუნდისათვის ამხანაგური შეხვედრები სასარგებლო იყო.
ჩვენს ჯგუფში სამი გამორჩეული გუნდია – ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი. თუმცა, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციია, რათა ბოლომდე დავიხარჯოთ. ინგლისის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში უკვე ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, მეტოქეებზე ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება ვცადეთ. საინტერესო იქნება ის, რასაც ჩვენ მათ ვუმზადებთ.”
მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია): “მადლობა უეფასა და საქართველოს ასეთი კარგი ტურნირის ორგანიზებისათვის. ჩვენ ნოემბერში ესპანეთთან და საფრანგეთთან ერთად თბილისში გამართულ ოთხთა ტურნირზე ვითამაშეთ, ამიტომ აქ ჩამოსვლა ჩვენთვის სუპრიზი არ ყოფილა. მშვენიერი ქვეყანა და მშვენიერი სასტუმროა. ჩვენ ერთი პრობლემა გვქონდა, რაც უკვე განვიხილეთ – გუნდის შეკრება. ისეთი დაძაბული სეზონი იყო, რომ ყველა ფეხბურთელის მობილიზება რთული იყო. ახლა შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან. ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. გასულ სეზონში ინგლისისა და გერმანიის წინააღმდეგ ვითამაშთ, ბულგარეთს შედარებით ნაკლებად ვიცნობთ. ჯგუფი ძალიან ძლიერია, რაც ყველა მწვრთნელმა უკვე აღნიშნა.”