რისთვის მოახდევინეს ბოდიში რენატუ სანჩესს? (ვიდეო)
მიუნხენის “ბაიერნის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რენატუ სანჩესსმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.
19 წლის ნახევარმცველი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მოისაზრება, თუმცა გასულ სეზონში სანჩესმა მისთვის გადახდილი 35 მილიონი ევროს გამართლება ვერ მოახერხა – მან საერთო ჯამში, მხოლოდ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რენატუ სანჩესმა პოლონეთში ყოფნისას, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ხალხს თავის ფულს უჩვენებს.
“არსებობს კარგი და ცუდი ხუმრობები. მინდა, ბოდიში მოვიხადო იმ ვიდეოს გამო, რომელიც დღეს გავავრცელე სოციალური ქსელის მეშვეობით. ვაანალიზებ, რომ ჩემი საქციელი უხამსი და უპატიებელია.
თავის გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეგობრების მცირე წრეში, შვებულებაში ყოფნის პერიოდში მოხდა,” – აცხადებს პორტუგალიელი.