“ინტერი” ვიდალის, ნაინგოლანისა და კეიტას ტრანსფერებზე მუშაობს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა უკვე შეადგინეს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა გადაბირებასაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.
Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ნერაძურის” ხელმძღვანელები სამ ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობენ – საუბარია არტურო ვიდალის, რაჯა ნაინგოლანისა და ნაბი კეიტას დამატებაზე.
როგორც იცით, სერია ა-ში მოთამაშე “ინტერი” უკვე დატოვა ევერ ბანეგამ, რომელიც ესპანურ “სევილიაში” დაბრუნდა. ასევე დიდია შანსი იმისა, რომ მილანური კლუბი გარი მედელმა და მარსელო ბროზოვიჩმაც დატოვოს. ამ სიცარიელის შევსებას კი იტალიელები “ბაიერნის”, “რომასა” და “ლაიფციგის” მოთამაშეების დამატებით გეგმავენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კეიტას ტრანსფერის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიცაა დაინტერესებული, მაგრამ “ლაიფციგი” საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.