დე ბური: “ფანები გვარდიოლას შეიყვარებენ”
“კრისტალ პალასის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა თავის კოლეგაზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა ინგლისურ პრემიერ ლიგაში.
“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში “მანჩესტერ სიტი” უკეთ ითამაშებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათ სათავეში მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი უდგათ. მას ყველაფერის შეცვლა შეუძლია, გუნდის ათამაშებაც.
მომავალ სეზონში სტადიონზე მისული ფანები რაღაც განსაკუთრებულს დაინახავენ, შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგონ, მაგრამ ფეხბურთელები მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებენ და გულშემატკივრებს ათქმევინებენ – “ვაუ, კიდევ მინდა ამის ნახვა!”.
ხალხი ათწლეული ისაუბრებს პეპის “ბარსელონაზე”. მჯერა, რომ მას “სიტიშიც” შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, რის გამოც ფანები მას აუცილებლად შეიყვარებენ,” – აცხადებს ფრანკ დე ბური.