საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა
დღეს “თენგიზ ბურჯანაძეზე” ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე კუცია საჯარიმოში შესულ მეტოქეზე დაჯარიმდა, რის შემდგაც მსაჯმა პენალტი დანიშნა. მისი ზუსტად შესრულება რუი პედრომ მოახერხა. 73-ე წუთზე ჟედსონ ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ მეტოქეები კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა ამის გამოყენებმა ქართველებმა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით, 0-1 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ პორტუგალია სამი ქულით პირველზეა, ხოლო საქართველო ნულით ბოლოზე.
საქართველო: ჩოჩიშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური (C), ბურჯანაძე, მალი, საღრიშვილი, კუცია, სამურკასოვი, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე, არაბიძე.
პორტუგალია: კოშტა, დალოტი, დიოგო კიეროსი, კონტე, პირესი (C), ფილიპე, ფერნანდესი, პედრო, ჟოაო კიეროსი, ლეაო, კინა.