ოფიციალურად: ჯონ ტერი “ასტონ ვილას” ფეხბურთელია
ამიერიდან ჯონ ტერი ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “ასტონ ვილას” ღირსებას დაიცავს. ვეტერანმა მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.
ტერი ლონდონის “ჩელსის” რიგებში 1995 წლიდან 2017 წლამდე ირიცხებოდა. მას “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოუწურა.
“ჩელსში” გატარებული 22 წლით ვამაყობ, ახლა კი ჩემი ახალი თავგადასავალი იწყება. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა, კლუბს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დავეხმარო”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს BBC.